"პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდა მომზადებული, რისთვისაც დამატებითი დრო ითხოვა. მოსამართლემაც მისი შუამდგომლობა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა," –ამბობს ერთ–ერთი ბრალდებული ნინო ყურუა.
ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულების მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას სასამართლო პროცესი 21 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა.
სხვა სიახლეები
