კახი კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ დღეს განცხადებით მიმართავს და კალაძის საჩივრის საპასუხო წერილთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს.
მისი თქმით, სასამართლოს კანცელარიის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა უნდა განმარტოს, თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ქმედება, რის საფუძველზეც კახი კალაძეს საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჩამოერთვა.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს 26 ივლისს ანგარიშები დაუყადაღეს. 27 ივლისს კი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.
პროკურატურამ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნაღდი ფულით გაიტანა 1,6 მლნ ლარი და ამ თანხის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში, ან კონტრაქტში არ ფიქსირდება.
სხვა სიახლეები

