"სად იყავით აქამდე?!"

  • 30 ივლისი 2012, 20:10
  • 891

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს სოფელ შალაურში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ უსაყვედურა. მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივებმა კოალიციის წევრებს უთხრეს, რომ სტიქიიდან უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული, „ქართული ოცნება“ კი მათთან ახლა გამოჩნდა, რაზეც კოალიციის წევრებმა უპასუხეს, რომ ისინი მეორე დღესვე იმყოფებოდნენ სტიქიის ზონაში და რომ დაზარალებული მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილმაც მოინახულა.

დაზარალებულები აღნიშნავდნენ, რომ მათ დღემდე „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი არ უნახავთ და მათთან მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრის კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.

სხვა სიახლეები