პროკურატურამ ჟურნალისტის მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • 30 ივლისი 2012, 19:15
  • 414

თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „მეცხრე არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასთვის მუქარის ფაქტზე. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.  

ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ პროკურატურას სარჩელით დღეს მიმართა. როგორც ჟურნალისტმა სახალხო დამცველის აპარატს განუცხადა, უცნობი პირები მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. 

დღესვე, ფაქტზე გამოძიების დაწყება მთავარი პროკურორისგან სახალხო დამცველმაც მოითხოვა. 

სხვა სიახლეები