ქალთა სექსუალობის პიკი 28 წელია

  • 29 ივლისი 2012, 20:02
  • 1429

ევროპელი სოციოლოგები 2 ათასი ქალის გამოკითხვის შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკუთარი სექსუალობის აღქმის პიკი ქალებისათვის  28 წლის ასაკში დგება.

სწორედ ამ ასაკში არიან ქალბატონები ყველაზე მეტად კმაყოფილნი საკუთარი გარეგნობით და საკუთარი სხეულის ფორმებითა და აღნაგობით; თუმცა, ის, რაც აკლიათ მათ  ამ ასაკში,  არის თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობის პიკი მოდის 32 წელზე და ნაწილობრივ ცვლის სექსუალობას.

სოციოლოგებმა  დაადგინეს აგრეთვე, რომ ხშირად ქალები თავიანთ ყველაზე დიდ ღირსებად თვლიან ლამაზ თვალებს: თვალების უპირატესობას  ხმა მისცა 23%-მა; 20%  თვლის, რომ ქალისთვის პრიორიტეტულია მომხიბლავი   მკერდი;  მესამე ადგილზეა გონება -  ქალების 13 % გონებას თვლის თავის მთავარ იარაღად. ქალებისათვის ყველაზე სუსტი წერტილი აღმოჩნდა  ფეხები - გამოკითხულთა 41%-ს  სურს სხვანაირი ფეხები ჰქონდეს.

კოკა გურული

2083 სტატია

სხვა სიახლეები