საია ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს აპროტესტებს

  • 27 ივლისი 2012, 18:48
  • 182

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს.

როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტს სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, საჭიროა, მოხდეს ფაქტზე დროული და მყისიერი რეაგირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს  მედიის წარმომადგენლების  პირადი უსაფრთხოება და მსგავსი ფაქტების პრევენცია.  

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის პირველი შემთხვევა. საია, კიდევ ერთხელ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყონ იმ პირების დასჯა, ვისი დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოძიების შედეგად გამოიკვეთება“, - ნათქვამია საიას განცხადებაში. 

სხვა სიახლეები