ბათუმში ახალი ქანდაკება დაიდგმება.
„პირველი სიყვარულის“ სიმაღლე 4 მეტრი იქნება და შესრულდება ბრინჯაოში.
როგორც ქალაქის არქიტექტორი, ირაკლი სურმანიძე ამბობს, ქანდაკება ორფიგურიანია - „ბიჭისა და გოგოს ფიგურები ერთმანეთს სათუთად ეხებიან და დიდ მოკრძალებას და გრძნობას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ“.
„პირველის სიყვარულის“ მოქანდაკე ირაკლი წულაძეა.
ქანდაკების დადგმა ზღვის სანაპიროზე იგეგმება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქანდაკებისთვის დაიხარჯა 188 ათასი ლარი.
სხვა სიახლეები
