საია ეხმაურება ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის დაფიქსირებულ ფაქტებს.
საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე სასამართლოს წინაშე.
"22 ივლისს სოფელ შაუმიანში მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს. ასევე, 24 ივლისს ოზურგეთში გაზეთ ,,გურია ნიუსი“-ს ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაეშუქებინათ პრეზიდენტის ვიზიტი გურიაში," - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
სხვა სიახლეები

