პარლამენტი “წიაღის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. ბიუროზე დღეს ინიცირებული პროექტის თანახმად, წიაღის აგებულებისა და წიაღისეულის მარაგების შესახებ ინფორმაციის მესაკუთრე სახელმწიფო ხდება.
მოქმედი კანონმდებლობით, წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების, ან პარამეტრების შესახებ ინფორმაცია, იმ სუბიექტის საკუთრება იყო, რომლის ფინანსებითაც ის მოიპოვებოდა. ამავე პირს, ამ ინფორმაციის გაყიდვაც შეეძლო.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ავტორი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა. პროექტში საკომიტეტო მოსმენების სავარაუდო თარიღად 4-7 სექტემბერია მითითებული. თუმცა, როგორც დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, შესაძლოა, მოქმედმა პარლამენტმა საშემოდგომო სესიის გახსნა ვერ მოასწროს.
სხვა სიახლეები
