Amnesty international-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება და მიუხედავად ამ მედიასაშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლივ შესრულება ძალადობისა და შიშის გარეშე. Amnesty international-ის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მოწოდების გარდა, ორგანიზაციის განცხადებაში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი. მათ შორის „ინფო-9“-ის ჟურნალისტებისთვის ეკატერინე დუგლაძისა და ნინო ბასიშვილისთვის გაურკვეველი პირების მიერ საქმიანობაში ხელის შეშლისა და სტუდია GNS -ის თანამშრომლის ვასილ დაბრუნდაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.
ამავე განცხადებაში მოხსენიებულია მერეთისა და კარალეთის ინცინდენტები და აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ამ პროვაკაციულ გამოსვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლებს უკავშირებენ.
Amnesty international-ი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან ვერ უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები

