საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი პეტრე მამრაძე „საქართველოს მწვანეთა პარტიას“ დაუბრუნდა და 2012 წლის 20 ივლისიდან მისი განცხადების საფუძველზე იგი კვლავ „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ წევრი გახდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
აქვე, „მწვანეთა პარტია“ იმედს გამოთქვამს, რომ მამრაძის პარლამენტსა და მთავრობაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სასიკეთოდ აისახება პარტიის საქმიანობაზე.
პეტრე მამრაძე "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. "მწვანეთა პარტიაში" ის ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოდან" გადავიდა.
სხვა სიახლეები

