პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს, დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვებას აიძულებენ.
"დეპუტატების კურატორობა ჩემს ფუნქციაში არ შედის. როგორც აპარატის ხელმძღვანელს დავალებული მაქვს, რომ შენობის დაცლის გამო საკანონმდებლო პროცესი არ შეფერხდეს. პარლამენტის წევრებს ვერ ვუკარნახებ, თავიანთი ადგილსამყოფელი შეიცვალონ თუ არა,“ – ამბობს დავით ჯანიაშვილი.
ჯანიაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესია დამთავრდა და რადგან არც საკომიტეტო მოსმენებია და დეპუტატები წინასაარჩევნო რეჟიმზე არიან გადასულები, აპარატის თანამშრომლებმა პირადი და სამსახურეობრივი ნივთების შეკვრის დავალება მიიღეს.
„ჯერჯერობით ნივთებს ალაგებენ, მაგრამ შენობა არ იცლება,“ – ამბობს ჯანიაშვილი, – თუ ვინმეს პირადი ნივთები, ყვავილები შენობიდან გააქვს, მისი საქმეა.“ როგორც ჯანიაშვილი დასძენს, მას თანამშრომლებისთვის ნივთების ჩასალაგებლად ვადები არ დაუწესებია და არც შენობის ფანჯრების ჩამოხსნა იგეგმება.
“რაც ქუთაისის საკითხი დღის წესრიგში დადგა, მას შემდეგ ვიცი, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებისთანავე უნდა დამეწყო გადასვლის მზადება,“ – აღნიშნავს დავით ჯანიაშვილი.
ჯანიშვილი ამბობს, რომ ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება.
სხვა სიახლეები
