დედოფლისწყაროელი გლეხები მოსავალს ვერ იღებენ და მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრით ვერ სარგებლობენ.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ზემო ქედელი ნასყიდა პატაშური აცხადებს, რომ სერვისცენტრის მომსახურება მათთვის ხელმიუწვდომელია. იგივეს აცხადებს სოფელ არხილოსკალოს და ქვემოქედის მოსახლეობაც.
„დედოფლისწყაროს სიახლოვეს გვაქვს ნაკვეთები, მაგრამ კომბაინი სერვისცენტრის ხელმძღვანელს, ზურაბ თეთვაძეს პირად საკუთრებაში აქვს და თვითონ სარგებლობს, ეს კომბაინები ჩვენ კი არა ზურაბ თეთვაძეს გამოუგზავნა ეტყობა სააკაშვილმა, ჩვენთვის ეს მომსახურება მიუწვდომელია და მოსავალი ვერ აგვიღია“, – აცხადებენ ისინი.
„თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მოუწოდებენ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელმძღვანელობას გადაამოწმონ ვის ემსახურებიან სერვისცენტრები.
სხვა სიახლეები

