მადონა განაგრძობს მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით MDNA. გუშინ პოპვარსკვლავმა ლონდონელი თაყვანისმცემლებისთვის იმღერა. ლონდონური კონცერტი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შოუს შემდეგ მაყურებლებიც და მადონას კოლეგებიც აღნიშნავდნენ, რომ ყველა ნომერი იდეალურად იყო შესრულებული და მადონა განსაკუთრებული აზარტით ცეკვავდა.
შესაძლოა, წარმატებულ გამოსვლას მშობლიურმა მხარემ და ახალგაზრდა საყვარელ ბრაჰიმ ზაიბატთან ერთად გატარებულმა რომანტიულმა მოგზაურობამ შეუწყო ხელი.
კონცერტს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მომღერალი კაილი მინოუგი და დიზაინერი სტელა მაკარტნი.
სხვა სიახლეები
