"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია კუკავა-შაშიაშვილი-ასათანის საარჩევნო ბლოკთან მოლაპარაკებებს, აკაკი ასათიანის ფაქტორის გამო, წყვეტს და ინტენსიურ დიალოგს "ქართულ ოცნებასთან" აწარმოებს.
"ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია "ქართულ ოცნებასთან" და "სახალხო კრებასთან", კუკავასთან და შაშიაშვილთან არა, აკაკი ასათიანი არ გამაგონოთ", - ამბობს ბაღათურია News.ge-სთან საუბარში.
ბაღათურია აცხადებს, რომ "ოცნებასთან" მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს. ესაუბრება თუ არა უშუალოდ ივანიშვილს და კონკრეტულად რა საკითხებზე, ბაღათურიამ არ თქვა. "News.ge-მ ძალიან ბევრის გაგება მოისურვა", - ასეთი იყო მისი პასუხი.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბაღათურია აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კუკავასთან, გეგმავდა შეხვედრას შაშიაშვილთან, თუმცა ასათიანთან თანამშრომლობას მაშინვე გამორიცხავდა.
სხვა სიახლეები
