საქალაქო სასამართლოსთან „ქართული ოცნების“ აქცია დასრულდა

  • 18 ივლისი 2012, 11:52
  • 167

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქციით სოლიდარობა გამოუცხდა დაკავებულებს, რომელთა საქმესაც სასამართლო ამ წუთებში განიხილავს.

მათი სლოგანი იყო „ყველას ვერ დაგვიჭერთ“,“ ჩვენ არ გვეშინია“, „ვინ იქნება შემდეგი“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კოალიციის სამი წევრი უკანონოდაა დაკავებული და მოუწოდებენ სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს და დაკავებულები გაათავისუფლოს.

აქცია დასრულებულია, მაგრამ მისი მონაწილეები საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებენ.

სხვა სიახლეები