„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ დასს“ კონკურენტად აღიქვამს და სწორედ „ქართული დასის“ ინიციატივის მიბაძვით შექმნა წინასაარჩევნო პროგრამა „ხელშეკრულება საქართველოსთან“.
მისი თქმით, სააკაშვილი „ქართული დასის“ ტექნოლოგიების გამოყენებით ხალხში ნდობის აღდგენას ცდილობს. როგორც news.ge-ს დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, სააკაშვილი უკვე გაკოტრებულია და ახლა სხვა, ნდობით აღჭურვილი პარტიებისაგან ცდილობს გადაიღოს ის მეთოდები, რომლებითაც მათ მოსახლეობა მოხიბლეს. ბაღათურია აცხადებს, რომ სააკაშვილი თაღლითია და მისი აღარავის სჯერა.
„მან 2009 წელს პენსიონერებს, საკუთარი ხელმოწერით, ბარათები დაუგზავნა და პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა და დღესაც, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ საარჩევნო პროგრამაში იყენებს“, - აღნიშნა ბაღათურიამ.
სხვა სიახლეები
