სპეციალისტების აზრით, ეკრანზე ნაჩვენები მოწევის კადრები ნეგატიურად აისახება მოზარდ თაობაზე და ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკურ მაჩვენებელს ზრდის.
ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფილმებიდან მოწევის ამსახველი კადრების ამოჭრით მოზარდებში თამბაქოს მოხმარება 18%-ით შემცირდება.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყოველი ასეთი 500 კადრი მოზარდებში მავნე ჩვევის გაჩენის ალბათობას 49%-ით ზრდის. პედიატრების „ცენზურის“ ქვეშ მოექცა ფილმები: „რკინის ადამიანი,“ „შეუსრულებელი მისია 2,“ „კაცები შავებში“ და „101 დალმატინელი.“ მათ ნეგატიურ ეფექტს ექიმები 6 500 ბავშვზე დააკვირდნენ.
ნორის კოტონის კიბოს ცენტრის სპეციალისტმა ჯეიმს სარგენტამ გამოთქვა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მოწევის სცენების შემცველი ფილმები „М“ კატეგორიაში უნდა მოხვდეს. შესაბამისად, ასეთი ფილმების ბავშვებისთვის ყურება ისევე აიკრძალება, როგორც - პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების. ფსიქოლოგები მშობლებს მოუწოდებენ, ყურადღებით დაკვირდნენ, თუ რას უყურებენ მათი შვილები.
სხვა სიახლეები

