სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან მეუფე იობისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული თენგიზ გოგოტიშვილის ის სიუჟეტი გააპროტესტეს, რომელიც სასულიერო პირების პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას ეხებოდა.
დღევანდელ აქციაზე სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა მამა ელიზბარ დიაკონიძემ მეუფე იობის "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეკლესიის სწავლბით, სასულიერო პირები ხალხის გვერდით უნდა იდგნენ.
"რუსთავი 2"-ის შენობასთან გამართულ აქციაზე მეუფე იობის მხარდასაჭერად საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მონასტრის დეკანოზი ტარიელი შვილებთან ერთად მივიდა, რომლებსაც "ქართული ოცნების" მაისურები ეცვათ.
სხვა სიახლეები
