მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი შორდებიან?

  • 14 ივლისი 2012, 21:20
  • 3610

ქეით ჰოლმსისა და ტომ კრუზის განქორწინების შემდეგ, სამწუხაროდ, ჰოლივუდში ახალი ამბავი მუსირესბს - ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის შესაძლო განქორწინება. 

ბანდერასი და გრიფიტი, უკვე 15 წელია ერთად არიან და ზრდიან საერთო შვილს სტელლასა და გრიფიტის ორ შვილს, წინა ქორწინებებიდან.

განქორწინების მთავარ მოტივად მელანის ეჭვიანობა სახელდება. კიდევ ერთი "საჯილდაო ქვა" მათ ურთიერთობაში არის ის, რომ მათი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისას მელანი იყო ვარსკვლავი, ხოლო ბანდერასი კი ჯერ მხოლოდ იწყებდა სამსახიობო კარიერას. დღეს კი, როლები შეიცვალა. ბანდერასი ახლა ზენიტშია.

ბოლო დროს, მელანი გრიფიტს ხშირად ხედავენ საქორწინო ბეჭდის გარეშე, რამაც გააჩინა ეჭვები. 

ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება წყვილს არ გაუკეთებია, როგორც იტყვიან - დაველოდოთ მოვლენებს!

 

სხვა სიახლეები