პირველი ამერიკული გემი ჰავანაში 50 წლის შემდეგ

  • 12 ივლისი 2012, 15:22
  • 476

ამერიკული გემი Santa Cecilia პირველი გემი იქნება 50 წლის პაუზის შემდეგ, რომელიც ჰავანის პორტში შევა. ამის შესახებ კუბური Havan Times იტყობინება. გემი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს. აღსანიშნავია, რომ აშშ კუბას ჰუმანიტარულ დახმარებას უკვე 50 წელია უწევს, თუმცა ამას სხვა ქვეყნების გავლით აკეთებდა და ძალიან ძვირი ჯდებოდა.

კუბას, აშშ-მ ეკონომიკური ბლოკადა 1962 წელს გამოუცხადა, პრეზიდენტ ჯონ კენედის ბრძანებით. ამის მიზეზი კუბაში საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების განლაგება გახდა.

სხვა სიახლეები