ინდოელებმა ავტომობილში მობილურის დაბლოკვის სისტემა შექმნეს

  • 11 ივლისი 2012, 13:16
  • 406

ინდოელმა მეცნიერებმა საჭესთან მობილური ტელეფონის მოხმარების პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს.

ცნობილია, რომ საჭესთან მობილურით სარგებლობა აკრძალულია, თუმცა მძღოლები ყოველთვის არ ითვალისწინებენ ამ მარტივ მოთხოვნას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. პრობლემა სრულად ვერ აღმოფხვრა სამართალდარღვევისთვის დაწესებულმა მაღალმა ჯარიმებმაც კი. ამიტომ, ინდოელმა მეცნიერებმა პრობლემის გადასაწყვეტად ტექნიკური საშუალება წარმოადგინეს.

მეცნიერთა თქმით, ავტომობილის მართვისას მობილურზე საუბარი უსადენო Bluetooth-ყურსასმენებითაც კი სახიფათოა. ამგვარად, თუ სისტემა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მძღოლი ტელეფონზე საუბრობს ან შეტყობინებას აგზავნის, ირთვება სიგნალის ჩამახშობელი - ჯემერი. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სისტემა ახშობს მხოლოდ საჭესთან მჯდომის მობილურს, ავტომობილის სალონში მყოფ სხვა ადამიანებს კი, შეუზღუდავად შეუძლიათ  მობილურით სარგებლობა. ამისათვის, ჩამახშობელის მოქმედების რადიუსი მინიმალურია.

სხვა სიახლეები