მარგველაშვილი: ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, რეაგირება არასწორია

  • 16 აგვისტო 12:13
  • 3280

უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროსგან, პროვოკაციის სახით და არაკანონიერი გზით,  რეაგირება არასწორია.

„ინფორმაციაზე, რომელიც არის მიღებული ანონიმური წყაროებით, რომელიც არის პროვოკაციის სახით მიღებული, რომელიც არის ფარული უკანონო მიყურადების საშუალებით მიღებული, რომელიც არ არის კანონიერად მიღებული, ამ თემებზე რეაგირება მიმაჩნია არასწორი, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე ვთქვათ უარი, ამ ტიპის ინფორმაციის განხილვისა და ამ ტიპის ინფორმაციაზე ჩაღრმავებისაგან“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა სიახლეები