მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს

  • 15 აგვისტო 18:19
  • 2758

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას საშემოდგომო სესიამდე, მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს. 

„საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი - საკონსტიტუციო რეფორმა. ამ მიზნით, შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატრდა საჯარო განხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვებიც. მადლობას ვუხდით კომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის.

ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. ვინაიდან საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

სხვა სიახლეები