მედია: თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • 15 აგვისტო 15:41
  • 3824

თბილისის შემოსასვლელში, „კარფურთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს - ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, რომლებსაც რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული.

განახლება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

„შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა - გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები