ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში მოინახულა

  • 15 აგვისტო 13:16
  • 2121

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადმგომისთვსი მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გერმანიაში გადააფრინეს. მათ ნამსხვრევების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გერმანიაში სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანიაში ავღანეთიდან გაემგზავრა. 3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები