ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში შსს-მ ერთი პირი დააკავა

  • 15 აგვისტო 13:07
  • 2013

შსს-ს განცხადებით, ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები