ბასილაია: ჩვენ საერთაშორისო-საექსპერტო ბიუროებში აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ეს სწორედ ბატონი მინისტრის ხმაა

  • 14 აგვისტო 16:20
  • 1824

უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს. ბექა ბასილაიას განცხადებით, მთავარი პროკურატურა იძულებული იქნება გამოძიება დაიწყოს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„ქართული სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის დევნას და სამსახურეობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას იმ მიზნით, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდოს საქართველოში ყოფნა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი პროცედურები დადასტურდა, რომ ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს, არამედ ერთადერთ მიზანს, რომ მიხეილ სააკაშვილი განდევნილი იყოს საქართველოდან. ეს თითქოს და ექსტრადიციის მოთხოვნა თუ ინტერპოლისთვის  მიმართვა და ა.შ. არის სრულიად ფარსი.

გიორგი მღებრიშვილის საუბარში დანაშაულის ნიშნების შემცველი და მეტიც, სახელმწიფო პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთება, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძება და გამოძიების დაწყების შემდეგ უნდა დაიკითხოს მღებრიშვილი, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები და ამათ ტყუილა ჰგონიათ, თუ გამოძიებას არ დაიწყებენ და ექსპერტიზას არ ჩაატარებენ, ჩვენ ასე გავჩერდებით, ჩვენ საერთაშორისო-საექსპერტო ბიუროებში აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ეს სწორედ ბატონი მინისტრის ხმაა და არავისი სხვისი. ამასთან ერთად აქ იკვეთება უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები, როდესაც მღებრიშვილი საუბრობს, როგორ უთვალთვალებენ ფაქტობრივად პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს“,-განაცხადა ბასილაიამ.

სხვა სიახლეები