პრემიერმა მოსახლეობას „თიანეთობა 2017“ მიულოცა

  • 12 აგვისტო 16:00
  • 435

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას „თიანეთობა 2017“ მიულოცა.

გიორგი კვირიკაშვილი თიანეთში გამართულ სახალხო ზეიმზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მან ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დღესვე თიანეთის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ჯვრის კურთხევისა და ტაძრის გუმბათზე აღმართვის ცერემონიას დაესწრო.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები