„არ არის ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი“ - დონალდ ტრამპი შარლოტსვილში მომხდარ დაპირისპირებას გმობს

  • 12 აგვისტო 21:52
  • 1135

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შარლოტსვილში, ვირჯინიაში მომხდარ დაპირისპირებას გმობს, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა.

„ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავგმოთ სიძულვილის ამგვარი გამოვლინებები. არ არის ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი. მოდით, გავერთიანდეთ“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.

BBC-ის ინფორმაციით, დღეს გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს ავტომობილი დაეჯახათ, უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება ნაციონალისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა; დაგეგმილი მარშის წინ, რომელსაც ათასობით ადამიანი აპირებს შეუერთდეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც BBC იუწყება, დაგეგმილი მარშის მონაწილეები აპირებენ გააპროტესტონ სამოქალაქო ომის იმ გენერლის სკულპტურის მოსალოდნელი დემონტაჟი, რომელიც მონობას მხარს უჭერდა.

განახლება: 23: 45

შარლოტსვილში მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რასაც BBC-ის ინფორმაციით, ქალაქის მერი ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ადამიანის გარდაცვალების აღნიშნული ფაქტი დემონსტრანტებზე ავტომობილის შეჯახებას, რომლის შედეგადაც რამდენიმე პირი დაშავდა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები