ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია

  • 12 აგვისტო 21:28
  • 595

ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი არ იყო მასშტაბური, ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა მუშაობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე ხმელი ბალახი იწვოდა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები