აშშ-ში ნიდერლანდელი მხატვრის უილიამ კუნიის ნახატი აღმოაჩინეს

  • 12 აგვისტო 18:44
  • 429

„ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ამდენი წლის შემდეგ ჩვენს გალერეაში უილიამ კუნინგის ნახატი „ქალი-ოხრა“ კვლავ გამოვფინოთ“, - აცხადებენ მუზეუმში.

აშშ-ში 31 წლის წინ მოპარული ნახატი აღმოაჩინეს , რომელიც ნიდერლანდელი მხატვრის უილიამ კუნინგის შექმნილია.ნახატი ანტიკვარიატების გამყიდველმა დევიდ ვან აუკერმა ერთ-ერთი კერძო კოლექციის დათვალიერების დროს აღმოაჩინა და 2 000 დოლარად შეიძინა.

კუნინგის ნამუშევარი მან საკუთარ მაღაზიაში გამოფინა,რის შემდეგაც რამდენიმე მყიდველმა მას უთხრა, რომ ტილო ნამდვილს ჰგავდა.ამის შემდეგ ვან აუკერი არიზონის მუზეუმს დაუკავშირდა. ექსპერტებმა ნახატის ნამდვილობა დაადასტურეს.

მუზეუმის ცნობით, ნახატი უცნობმა ქალმა და კაცმა 1985 წელს მოიპარეს. კაცმა ტილო ჩარჩოდან ამოგლიჯა, სანამ ქალი დაცვის ყურადღების გადატანას ცდილობდა.

სხვა სიახლეები