HBO ჰაკერებს 250 ათას დოლარს სთავაზობს

  • 12 აგვისტო 18:00
  • 772

ტელეკომპანია HBO-ს წარმომადგენლებმა, ჰაკერებს, რომლებმაც კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია, მათ შორის ჯერ კიდევ არ გამოსული „სამეფო კარის თამაშების“ სერიები მოიპარეს, 250 ათასი დოლარი შეთავაზეს. გამოცემა Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ჰაკერები "6-თვიანი "გატეხვითი" სამუშაოების სანაძლეოს ითხოვდნენ".

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ, ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა, როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლეპერის მიმოწერის ნაწილები და "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების ტელეფონის ნომრებიც. ჰაკერები თანხის გადახდას ბიტკოინებში ითხოვდნენ.

ჰაკერებმა, რომლებმაც ტელეკომპანია HBO-ს ფაილები მოჰპარეს, "სამეფო კარის თამაშების" კიდევ ერთი სერიის სცენარი გაავრცელეს და გაჟონვების შეწყვეტის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებს მისწერეს.

 გავრცელებულ ცნობებს შორისაა ასევე ტელეკომპანიის აღმასრულებელი პროდიუსერის პირადი მიმოწერა, რომელსაც "კონფიდენციალური" აწერია.ჰაკერებმა ასევე გადაიღეს ვიდეომიმართვა HBO დირექტორისთვის რიჩარდ პლაპერისთვის.

"ჩვენ წარმატებულად გავტეხეთ თქვენი გიგანტური სისტემა. HBO ერთ-ერთი ყველაზე რთული მიზანი იყო, მაგრამ გამოგვივიდა. ამისთვის დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა", - აცხადებენ ჰაკერები.

ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ HBO უკვე მე-17 მსხვერპლი კომპანიაა და გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაავრცელებენ სხვა ინფორმაციასაც.

სხვა სიახლეები