ლევან იზორია მავთულხლართების გავლებაზე - „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავგმეთ იქ მიმდინარე ქმედებები“

  • 12 აგვისტო 17:22
  • 278

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიერების პოლიტიკას უფრო მკაფიოდ და მკაცრად გააგრძელებს.

ამის შესახებ მან ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავგმეთ იქ მიმდინარე ქმედებები. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაციით, გავაგრძელებთ დეოკუპაციის და ამ ტერიტორიების არაღიერების პოლიტიკას უფრო მკაფიოდ და მკაცრად“, - აცხადებს ლევან იზორია.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები