აშშ-ის წინააღმდეგ ომში წასვლა 3 მილიონამდე ჩრდილოეთკორეელს სურს

  • 12 აგვისტო 17:11
  • 1083

ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 3,5 მილიონ მოსახლეს, აშშ-ის წინააღმდეგ ომში წასვლა სურს. მათ შორის არიან ჩვეულებრივი მუშები, კომპარტიის წევრები და სამხედროები, რომლებმაც ჯარში უკვე იმსახურეს. ამის შესახებ ფხენიანი მუშათა პარტიის გაზეთ "ნადონ სინმუნში" წერენ.

აღნიშნავენ, რომ ჯარში მსახურების სურვილი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაერომ ფხენიანის წინააღმდეგ, აშშ-ის მიერ დაპროექტებული სანქციების რეზოლუცია მიიღო.

ბოლო დღეებში ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. ახალი შემზრუდველი ზომები საკმაოდ მკაცრი გამოდგა. რეზოლუცია შეეხო ჩრდილოეთ კორეიდან იმპორტს - კერძოდ რკინის, ქვანახშირის, ტყვიის, ნახშირბადისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას. გარდა ამისა, ბანკის ანგარიში გაეყინათ ფხენიანის საგარეო სავაჭრო გემებს - მათ აეკრძალათ ყველა სახელმწიფოს პორტში შესვლა.

ამის საპასხოდ, ფხენიანი ვაშინგტონს კუნძულ გუამზე ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვით დაემუქრა. სტრატეგიული ძალების სპიკერის თქმით, საბოლოოდ დამუშავებულ გეგმას მალევე მიაწვდიან ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს, ხოლო შემდეგ მას უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ.

ამერიკულმა მხარემ ამაზე მკაცრი განცხადებები გააკეთა. პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის თქმით, "ამერიკასთან ომის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას დასასრული ელის".

სხვა სიახლეები