თენგიზ ფხალაძე: საქართველო არასოდეს შეეგუება არც ერთი მეტრი თავისი ტერიტორიის ხელყოფას

  • 12 აგვისტო 15:53
  • 364

პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა აღმაშფოთებელია. ამის შესახებ მან მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის.

მით უმეტეს აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ეგრეთ წოდებული ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება არც ერთი მეტრი თავისი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით, დასრულდეს და საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები