ბარათაშვილის ხიდთან ავტობუსისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

  • 12 აგვისტო 15:25
  • 369

ბარათაშვილის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს N23 ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები