ინდოეთის საავადმყოფოში გამოძიება დაიწყო

  • 12 აგვისტო 14:25
  • 740

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში საავადმყოფოში 60 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს. თავდაპირველი ვერსიით, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ჟანგბადის ბალონების გამორთვა გახდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციამ, რომელიც საავადმყოფოს ჟანგბადით ამარაგებდა, ღამით მილები გადაკეტა, მიზეზი კი ამ ორგანიზაციის მიმართ საავადმყოფოს დავალიანება იყო.

მედიის ცნობით, ტექნიკურმა პერსონალმა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა იმ ღამითვე გააფთხილა, რომ მილებში ჟანგბადი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდებოდა, თუმცა მისი გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.

მანამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჟანგბადის მილის გადაკეტვა ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა, რადგან საავადმყოფოს ჟანგბადის მიწოდების სხვა ალტერნატიული საშუალებაც აქვს. ამ ვერსიის გამოსარიცხად ხელისუფლებამ გამოძიებას მიმართა.

სხვა სიახლეები