ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

  • 12 აგვისტო 13:36
  • 625

ჩილეში მიმდინარე ტურნირზე ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 73კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი დაიკი დაამარცხა.

საფინალო შეხვედრამდე ბექაურმა უნგრელ გერდელი ნერპელს ვაზარით, ხოლო ბრაზილიელ მარსელო გომესს იპონით სძლია.

მეოთხედფინალში ბექაურის მეტოქე რუსი არმენ აგაიანი იყო, ნახევარფინალში მან პოლონელ ადამ სტოდოლსკის 33 წამში  მოუგო. ძიუდოისტ გოგონებს შორის ბრინჯაოს მფლობელი მარიამ ჭანტურია გახდა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია. ქართველმა ძიუდოისტებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.

სხვა სიახლეები