შსს: ფონიჭალაში სამართალდამცველებმა 2 პირი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

  • 12 აგვისტო 12:49
  • 450

შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სხვა სიახლეები