ელიზაბეტ რუდი: „ვამაყობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთან“

  • 12 აგვისტო 12:24
  • 346

აშშ-ის ელჩის მოადგილის ელიზაბეტ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან პარტიორობით. ამის შესახებ მან ვაზიანში განაცხადა, სადაც „ღირსეული პარტიონიორი 2017“-ის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული ქვეყანაა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთან.

საქართველო აგზავნის უფრო მეტ ჯარისკაცს ნატოს მისიაში ავღანეთში, ვიდრე რომელიმე სხვა მოკავშირე, ან პარტნიორი.

მე კიდევ ერთხელ მინდა გამოგიცხადოთ სამძიმარი უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი მსხვერპლი ნათელი მაგალითია საქართველოს თავისულებისა და მშვიდობის ერთგულების“, - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუდლებიანი ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები