ბათუმში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა დაეჯახა

  • 12 აგვისტო 13:23
  • 434

ბათუმში, აეროპორტის გზადკეცილზე ერთმანეთს დღეს დილით ოთხი მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია ორი მამაკაცი, რომლებიც ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს; მათი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სხვა სიახლეები