ლოკომოტივი-ტორპედოს შეწყვეტილი მატჩის შედეგებისა და სანქციების შესახებ, სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს

  • 11 აგვისტო 23:44
  • 557

თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეწყვეტილი მატჩის შედეგებისა და სანქციების შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნილი ლიგის 22-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივისა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება 85-ე წუთზე შეწყდა.

მატჩის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა“, - აცხადებს თბილისის „ლოკომოტივი“.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები