დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაზე: შეუძლიათ, ძალიან ინერვიულონ

  • 10 აგვისტო 23:48
  • 2285

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ძალიან უნდა ინერვიულოს იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რამეს მოიმოქმედებს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თუ ჩრდილოეთ კორეა მოიმოქმედებს რამეს, თუნდაც იფიქრებს, რომ თავს დაესხას ვინც ჩვენ გვიყვარს იმას , ან ვისაც წარმოვადგენთ, ან ჩვენს მოკავშირეებს, ან ჩვენ, შეუძლიათ ძალიან, ძალიან ინერვიულონ.

გეტყვით, რატომ - რადგან ისეთი რამ დაემართებათ, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ფხენიანმა აშშ-ის ბაზის სიახლოვეს, გუამთან სარაკეტო იერიში დააანონსა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ფხენიანს შორის ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის მიერ ივლისში, ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ გამწვავდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ფხენიანის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამის გამო, დამატებით ეკონომიკურ სანქციებს მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები