ქართული სტარტაპები, რომლებიც კერამიკულ ნაწარმს ქმნიან

  • 10 აგვისტო 11:11
  • 471

წარმოგიდგენთ ქართლ სტარტაპებს, რომლებიც კერამიკულ ნაწარმს ქმნიან.

Ceramicart

მეგობრები ანა ჯაფარიძე და ნინო კოპალაძე  უკვე 10 წელზე მეტია  ერთ სივრცეში მუშაობენ და ქმნიან კერამიკას, რომელიც სურთ, თანამედროვე ინტერიერის ნაწილი გახდეს.

 

YOUR CUP

თათა პაჭკორიამ კერამიკული ჭიქების კეთება 2015 წელს დაიწყო. მანამდე თიხასთან შეხება მუდმივად ჰქონდა. შეიძინა ახალი მასალები, რაც ადრე საქართველოში არ იყიდებოდა და დაიწყო მუშაობა. პირველად 5 ჭიქა გააკეთა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ამ დროისთვის, დაახლოებით 1700-2000 ჭიქა აქვს გაკეთებული.

 

Unicorn Ceramics

Unicorn Ceramics  2016 წლის თებერვალში შეიქმნა. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი იდეები კერამიკაში.

 

Ceramic Studio 1300 

„კერამიკ სტუდიო 1300“ ანასტასია გომელაურმა და ირინა ჯიბუტმა 2015 წელს დააფუძნეს. პროფესიით ორივე კერამიკოსია, განათლება სამხატვრო აკადემიაში, კერამიკის ფაკულტეტზე მიიღეს. სწავლის დამთავრების შემდეგ, არ შეუწყვეტიათ მუშაობა კერამიკაზე და გადაწყვიტეს, საერთო სტუდია/სახელოსნო გაეკეთბინათ.

მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე, გამოფენებზე, კერძო შეკვეთებზე. გარდა ნაწარმის დამზადებისა, მათი სტუდია არის ღია სივრცე სხვა მხატვრებისათვის და ზოგადად ადამიანებისათვის, ვისაც ეს სფერო აინტერესებს. ატარებენ ვორქშოფებს და მასტერკლასებს. მათი სურვილია, გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ სფეროს განვითარებისთვის.

Ceramic room 

Ceramic room - არის პატარა სახელოსნო - მაღაზია, სადაც მომხმარებლისთვის მზადდება თიხისა და კერამიკის ორიგინალური ნაწარმი.

 

#სტარტაპერი #გვეამაყები

[R]

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები