შსს-ს ნაკრები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა

  • 10 აგვისტო 10:16
  • 404

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

ოლიმპიადა 7 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. მასში 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში იასპარეზებს.

საქართველოს შსს-ს ნაკრები ოლიმპიადაზე 12 სპორტსმენით წარდგა, რომლებიც სპორტის 7 სახეობაში - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა -იასპარეზებენ. ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ პოლიციელებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონია.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადაში“ მეორედ მონაწილეობენ.

2013 წელს ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ ქართველ პოლიციელთა ნაკრებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

სხვა სიახლეები