ზაზა ფაჩულია ქართველ სტარტაპერებს შეხვდა

  • 09 აგვისტო 22:47
  • 834

ზაზა ფაჩულია "ბიზნესდაჯილდოების" ნომინაციის „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს შეხვდა და მათ საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა.

შეხვედრაზე სპორტსმენმა სიტყვით მიმართვა აუდიტორიას და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. ფაჩულიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მიესალმა დამწყები ბიზნესმენების მხარდაჭერას.

საკუთარ გამიცდილებაზე ისაუბრეს "თიბისი" ბანკის დამფუძვნებლებმაც.

შეხვედრაზე სტარტაპერებს საშუალება ჰქონდათ პანელ დისკუსიის დროს "NBA-ის" ქართველ ვარსკვლავთან კითხვები დაესვათ.

"ბიზნესდაჯილდოება" "თიბისი" ბანკისა და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ავტორების თქმით, მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდჭერას.

ზაზა ფაჩულია თბილისში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. სპორტსმენმა სამშობლოში ლარი ობრაიანის სახელობის ჩემპიონის თასი ჩამოიტანა.

სხვა სიახლეები