BDO Solutions-მა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან SAP Business One-ის დანერგვის პროექტი დაასრულა

  • 07 აგვისტო 16:42
  • 593

BDO Solutions-მა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან SAP Business One-ის დანერგვის პროექტი წარმატებით დაასრულა.

BDO Solutions-ისა და ანაკლიის კონსორციუმის გუნდები ანაკლიის პორტის მშენებლობისა და განვითარებისთვის ძლიერი ტექნოლოგიური პლატფორმის შესაქმნელად მუშაობდნენ. პროექტის ფარგლებში დაასრულეს ძირითადი საშუალებების, შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის, ანგარიშსწორებისა და ხელფასების მოდულების ავტომატიზაცია.

"ჩვენ ვიცოდით, რა გვინდოდა, როდესაც SAP Business One-ს ვირჩევდით", ამბობს ზურაბ ფიჩხაია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ფინანსური დირექტორი, „ოპერაციების სრული გამჭვირვალობა და კონტროლი, საჭირო გარე სისტემებსა და კანონმდებლობასთან ინტეგრაცია და SAP HANA პლატფორმაზე ძლიერი ანალიტიკის შესაძლებლობა, BDO Solutions-ის სფეროში გამოცდილებასთან ერთად, ჩვენი გადაწყვეტილების განმსაზღვრელი გახდა. გარდა ამისა, პროექტში ჩართული BDO Solutions-ის გუნდი სამუშაოდ ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, რაც ასევე სასიამოვნო მომენტი იყო ჩვენთვის. SAP-ისგან მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოველით - პროგრამას აქვს დიდი პოტენციალი, რომელსაც საჭიროების მიხედვით ავითვისებთ.“

SAP Business One შექმნილია სპეციალურად ისეთი მზარდი ბიზნესებისთვის, როგორიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმია, და კომპანიებისთვის ინტერგრირებული ERP გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელოვან ხელშესახებ სარგებელს იძლევა:

  • ბიზნესის მიზნობრივი ზრდა გამარტივებული და მოწესრიგებული ოპერაციების საშუალებით
  • ოპერაციული ეფექტურობა მექანიკური მუშაობის დროს დაშვებული შეცდომების აღმოფხვრითა და ინტეგრირებული ძირითადი ფუნქციონალის მეშვეობით
  • უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ვენდორებსა და თანამშრომლებთან, მიწოდების ჯაჭვის უკეთ მართვის გზით
  • ნაკლები დანახარჯები და სამუშაო დროის დაზოგვა მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორის კომპანიებისთვის SAP Business One არის ერთიანი, ჭკვიანი გადაწყვეტილება ბიზნესის ყველა ძირითადი ნაწილის ინტეგრაციისა და მართვისთვის - ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვით დაწყებული, ძირითადი საშუალებებითა და შესყიდვებით დამთავრებული. სისტემა უზრუნველყოფს კომპანიის შიდა პროცესების მკაფიო ხილვადობას.

მონაცემების ცენტრალიზებულად თავმოყრის გზით, მენეჯმენტს შეუძლია გონივრული გადაწყვეტილებების სწრაფად მისაღებად რეალურ დროში მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია.

BDO Solutions-ი უზრუნველყოფს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმდინარე მხარდაჭერას SAP Business One- ის ყველა მოდულის უხარვეზო ფუნქციონირებისთვის.

BDO Solutions-ი, ბიდიო საქართველოს ჯგუფის წევრი, 2004 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებული მოთამაშეა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, 2016 წლიდან კი არის BDO-ს საბუღალტრო და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების საერთაშორისო ქსელის წევრი და იზიარებს გლობალური ბრენდის ძირითად პრინციპებს გამორჩეული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.

BDO Solutions-ი, მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი პროგრამული კორპორაცია SAP- ის პარტნიორია. ამასთან ერთად კი 1C-ის პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოში და ქართული ბაზრისთვის 1C პლატფორმის თარგმნისა და ადაპტაციის ექსკლუზიურ უფლებებს ითვალისწინებს.

[R]

სხვა სიახლეები