სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პირველი შეხვედრები გამართა

  • 09 ივლისი 2012, 18:26
  • 406

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ივანე წიკლაური დღეიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას  შეუდგა. ახალმა გუბერნატორმა პირველი შეხვედრები უკვე გამართა.

დღეს, 12:00 საათზე, რეგიონის პირველი პირი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაეცნო. 14:00 საათზე კი, ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ორივე შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე ივანე წიკლაური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 

სხვა სიახლეები