ახალი სამსუბიექტიანი საარჩევნო ბლოკი პირველ ერთობლივ განცხადებას ხვალ გააკეთებს. მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევის წესთან დაკავშირებით აკაკი ასათიანი, კახა კუკავა და თემურ შაშიაშვილი ოფიციალურ განცხადებას ხვალ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.
როგორც news.ge-ს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამოსავლენად საარჩევნო ბლოკი პრაიმერს მხოლოდ რამდენიმე რაიონში ჩაატარებს.
რეგიონების უმეტესობაში კი, მაჟორიტარები შერჩევით, არსებული რეიტინგების მიხედვით დასახელდებიან. კუკავას განცხადებით, სამსუბიექტიან საარჩევნო ბლოკს მაჟორიტარების დასახელებისთვის განსაზღვრული კვოტები არ გააჩნია. "ყველაფერს კანდიდატების არსებული რეიტინგები განსაზღვრავს",- აღნიშნა კუკავამ.
ხვალვე საარჩევნო ბლოკი ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაერთიანებისკენ. როგორც კუკავა ამბობს, შესაძლოა მათ სამსუბიექტიან ბლოკს რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდეს.
სხვა სიახლეები

